აქტივობა "ხელთათმანები”
მიზანი: თანამშრომლობის უნარის განვითარება.
მასალა: ფურცლები ხელთათმანების გრაფიკული გამოსახულებით და ფერადი ფანქრები
მიმდინარეობა:მონაწილეები წყვილ-წყვილად სხედან მერხთან. მათ ურიგდებათ ფურცლები ხელთათმანების გამოსახულებით და ფერადი ფანქრების ყუთი.
მოსწავლეებს ეძლევათ ინსტრუქცია: თქვენი ხელთათმანები ორნამენტებით უნდა მორთოთ, გააფერადოთ. ოღონდ ეცადეთ, წყვილებს ერთნაირი ხელთათმანები გქონდეთ,ვინაიდან ამ თამაშში ის წყვილი გაიმარჯვებს, ვისი ხელთათმანებიც ყველაზე მსგავსი იქნება.
თამაშის დასრულების შემდეგ წყვილების ნამუშევრები კედელზე გამოიკვრება და მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა იმსჯელონ, ვისი ნამუშევარია ყველაზე მსგავსი.
Комментариев нет:
Отправить комментарий